დღეს თუ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა „ქართული ოცნება“ დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა „ქართული ოცნება“, დღეს დააჯილდოვა - სად არის აქ ლოგიკა? - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპონენტების განცხადებებს უპასუხა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, არის ჯილდო ხელისუფლებისთვის.
“რეალობა არის ერთი - ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაც არის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებს?! ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, - განაცხადა კობახიძემ.