პრეზიდენტი აქამდეც ჩართული იყო იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, უშიშროების საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
„მან ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა უკვე დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.