პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გახარია წერს, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი.
„რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას.
ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ“, - წერს გიორგი გახარია.