უკრაინის რადის უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, პუტინი ღარიბაშვილისთვის უვიზო რეჟიმს აცხადებს.
ბრავო მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
აღარაფერი გაგვაკვირვებს - წერს არახამია.