არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
‘აბსოლუტურად აუცილებელი და უალტერნატივოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
1. უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეურთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ;
2. სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს“, - წერს თინა ხიდაშელი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.