ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, აბსურდულია ვერსია, რომ ჩვენს მტერს ქართველებზე გული მოუბრუნდა - ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომ პუტინს სურს „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს მის პროპაგანდაში, რომ მშვიდობას იცავენ და რუსეთისგან საფრთხე მათ ხელში არ გვემუქრება.
მისი თქმით, ვითომ მშვიდობის დაცვის ლოზუნგით „ქართული ოცნება“ დაუცველს გვტოვებს მთავარი საფრთხის წინაშე.
„რა მოტივი აქვს პუტინის რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისას? - ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს ქართველებზე გული მოუბრუნდა.
ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომ პუტინს სურს „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს მის პროპაგანდაში, რომ მშვიდობას იცავენ და რუსეთისგან საფრთხე მათ ხელში არ გვემუქრება.
უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ შეიძლება მტრული სახელმწიფოს ლიდერს საქართველოს ხელისუფლების დახმარება სურდეს?
აქაც ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს საქართველოსთვის კარგი უნდა. რჩება მხოლოდ ერთი ლოგიკური, რაციონალური პასუხი, ერთადერთი სიმართლე:
ის, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და ამიტომ ეხმარება მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, კერძოდ საქართველოს დაპირისპირება და იზოლაცია დასავლეთისგან, რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება, უადვილებს მას იმ ამოცანას, რომელიც ჰქონდა, აქვს და ექნება, სანამ რუსეთს ბუნების რეჟიმი მართავს: საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება.
ვითომ მშვიდობის დაცვის ლოზუნგით „ქართული ოცნება“ დაუცველს გვტოვებს მთავარი საფრთხის წინაშე“- თქვა გიგა ბოკერიამ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.