„პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა, მადლობა გადაუხადა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
„პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა... პუტინმა, მადლობა გადაუხადა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა - გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები.
ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე ...
ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს!
წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო. უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი. ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.