ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე პარალმენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ დასავლურ დაფინანსებაზე გაკეთებულ განცხდებას ეხმიანება.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, პაპუაშვილი და ქართული ოცნება, როგორც ყოველთვის, ცრუობს და ევროპულ საქართველოს სამწუხაროდ არანაირი დასავლური დაფინანსება არ აქვს.
“ნიშანდობლივია, რომ პაპუაშვილს აწუხებს დასავლური ორიენტაციის მქონე და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც თითოეული თეთრიც გამჭვირვალე და ოფიციალურია, განსხვავებით პროპუტინისტური, პრორუსული ორგანიზაციებისგან, რომელთა დაფინანსების წყაროებიც უბრალოდ უცნობია.
ასევე პაპუაშვილს მინდა შევახსენო, რომ ქართული ოცნება არის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, რომელსაც გაზპრომის მსხვილი აქციონერი, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ.