„რუსული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს დაინტერესებულა მაგალითად გელათის საკითხით, რომელიც ინგრევა და არასდროს არ უთქვამს, რომ აუდიტის სამსახურმა რაიმე უნდა იმოქმედოს,“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“
„რუსული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს დაინტერესებულა მაგალითად გელათის საკითხით, რომელიც ინგრევა და არასდროს არ უთქვამს, რომ აუდიტის სამსახურმა რაიმე უნდა იმოქმედოს. არასდროს არ უთქვამს საყდრისთან დაკავშირებით, როცა ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა და მილიარდობით ლარი მოიპარა, არ მახსოვს მაშინაც ეთქვა გამოვიძიოთო ან მაშინ, როდესაც პრემიერ მინისტრმა ხალხის ქონება, ტყე აჩუქა და არასდროს ამაზე ხმა არ ამოუღია, ცხადია ესეც არის "რუსული ოცნების“ კიდევ ერთი შანტაჟი იმ ორგანიზაციებისთვის, რომელიც პროევროპულ პროპაგანდაზე მუშაობს და არა რუსულზე. პოლიტიკური სამიზნეები ჰყავთ და არა ის, რომ რამე აინტერესებთ. აუდიტი დაინტერესდეს მაგალითად გელათის ამბით, ჯვრის მონასტრის ამბით, საყდრისით, ტყე რომ აჩუქა ღარიბაშვილმა ცოლს, ნარმანიაც არ ჩამორჩა.
ფული, რომელიც იდება ჩვენს განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, მაგალითად რიკოთის უღელტეხილზე 4 მილიარდი დოლარი იხარჯება, მათ შორის პარტიები, რომლებიც არიან პროდასავლურები და არა პრორუსული, იმ პარტიებს თუ ეხმარებიან იმისთვის ეხმარებიან, რომ გაძლიერდეს პროდასავლური გავლენები საქართველოში, ეს ყველასთვის მისაღები უნდა იყოს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.