ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ღარიბაშვილი არის ფარისეველი, რომელიც კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომ თითქოს ტრადიციულ ღირებულებებსა და მშვიდობას იცავს.
მისი თქმით, სინამდვილეში ეს მტკნარი და უსინდისო სიცრუეა.
„როგორ შეიძლება საქართველოს ინტერესებში იყოს ამერიკასთან და ევროპასთან დაპირისპირება, როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყოს მარტო დარჩენა რუსული საფრთხის წინაშე, როგორ ეხმარება ეგ მშვიდობას?! - პირიქით, ეგ ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლების საწინააღმდეგო ამბავია.
თუ ჩვენს მშვიდობაზე ზრუნავდა, რატომ არ ამოიღო ხმა, როცა ბუდაპეშტი გამოდიოდა პოლიტიკური კლასის წინაშე, ერთი სიტყვაც რატომ არ დაძრა იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, ეს თემა რატომ არ დაძრა?! რითი დაეხმარა იგი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ბუდაპეშტში გამოსვლისას?! - თქვა გიგა ბოკერიამ.