უნგრეთში რომ ჩაცუნცულდით, იქ ვერ მოიკითხეთ ამდენი წელი რატომ იფარებდნენ ზურაბ ადეიშვილს და თავშესაფარი რატომ მისცეს?! ახლა მოიკითხეთ ომში მყოფ უკრაინასთან? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დილიძე წერს.
„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინამ ადეიშვილი უნდა გადმოგვცესო, თქვა.
ბაბუ, უნგრეთში რომ ჩაცუნცულდით, იქ ვერ მოიკითხეთ ამდენი წელი რატომ იფარებდნენ ზურაბ ადეიშვილს და თავშესაფარი რატომ მისცეს?! რა სამარცხვინოები ხართ. 10 წელზე მეტია ადეიშვილი არ მოგიკითავთ, არც აქ უკვე თქვენ მეგობარ ორბანთან და არც უკრაინაში, გაურიგდით ისე, რომ ღიად დელეგაციებში დადის წლებია და ახლა მოიკითხეთ ომში მყოფ უკრაინასთან? იმისთვის რომ "სასარგებლო საფრთხობელა" იყოს, სხვებივით, და როცა გინდათ თქვენი საქმეები გადაფაროთ“, - წერს ანა დოლიძე.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „თუ უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გადასცენ.“