უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის მეთაური, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ბახმუტი 9 მაისამდე აიღონ, უკრაინელი სამხედროების ამოცანაა დაიცვან ქალაქი ხსენებულ დღემდე.
როგორც სირსკი Telegram-ზე წერს, ბახმუტის დაცვისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. ის იმყოფებოდა საომარი მოქმედებების ზონაში, სადაც შეხვდა უკრაინელ ჯარისკაცებსა და სამხედრო ნაწილების მეთაურებს.
„რუსებმა გაზარდეს ცეცხლის ინტენსივობა მძიმე შეიარღებიდან, დაიწყეს უფრო სრულყოფილი ტექნიკის გამოყენება და ახორციელებენ ქვედანაყოფების გადაჯგუფებას. ეს მოწმობს, რომ მტერი არ აპირებს გეგმების შეცვლას, ყველაფერს აკეთებს ბახმუტის ასაღებად და აგრძელებს შეტევით მოქმედებებს. ამჟამინდელი მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ახერხებენ მტრის გეგმების ცაშლას ბახმუტის მიმართულებით. მაგრამ რუსები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ქალაქს 9 მაისამდე აიღებენ. ჩვენი ამოცანაა - ეს არ დავუშვათ“, - განაცხადა სირსკიმ.