„რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება ადამიანს, რომ უყურებ“, - ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის.
„ჩემი ხედვით უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ სულ მიდგება მისი დავარდნა და ეს შეიძლება ყოველ წუთს განმეორდეს“ თქვა გიული ალასანიამ და დასძინა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვს. „ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, მე არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს, აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.