უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელთო ჯარების სარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ახლო მომავალში უკრაინელი სამხედროები უკრაინის დროშას დონეცკში, ლუჰანსკსა და ყირიმში აღმართავენ.
ამის შესახებ სირსკიმ სამხედრო მოსამსხურეებისადმი სახმელეთო ძალების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის ძალების წარმატებული კონტერშეტევითი ოპერაციები შესაძლებელი გახდა ქვეითთა დისციპლინისა და პროფესიონალიზმის წყალობით.
„ომის ბოლო წლებში თქვენ აჩვენეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია მოვლენების გადატეხვა თქვენსავე სასარგებლოდ. იქაც კი, სადაც მტერი რიცხოვნობით ჭარბობს, შეასძლებელია უკრაინული მიწების დაბრუნება“, - განაცხადა სირსკიმ.
მან აღნიშნა, რომ სახმელეთო ჯარი გამორჩეულია სიმამაცით, გამძლეობით, თავდადებითა და გმირობით და ყოველთვის არის იქ, სადაც მძიმე მდგომარეობაა.
„დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში უკრაინელი ქვეითები აღმართავენ უკრაინის დროშას გათავისუფლებულ დონეცკში, ლუჰანსკსა და ყირიმში“, - აღნიშნა სირსკიმ.