„ივანიშვილმა, ლილუაშვილმა , მამაცაშვილმა, ფარცხალაძემ და მათმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველო გადაქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ჩვენ ვიცით რომ მაგალითად, ორი თვის უკან კობახიძე და მდინარაძე , "რუსული ოცნების" მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ არანაირი ქოლცენტრი საქართველოში არ არისო და ამასობაში აღმოჩნდა, რომ ორი კვირის წინ "ანტიკორუფციული მოძრაობა" მივიდა და ნამდვილად ყოფილა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს და ახლა ამბობენ , რომ ქოლცენტრი დაკეტეს , ოღონდ უნდათ, რომ კონკრეტული სახხელი და გვარები ოპოზიციას დაუკავშირონ. საზოგადოებას, ასეთი მარტივი ტყუილებით, ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის,რომ თუ ვინმეს აქვს ქოლცენტრი და თუ ვინმე მფარველობს, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე , ჭიკაიძე, მთელ ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ ქოლცენტრები. დედაქალაქი აქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ეს ასე არ არის , ოპოზიცია თავად ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას და გაურბიან, არ უნდათ , როგორ შეიძლება ჩვენ ვითხოვოთ გამოვიძიოთ, დავდოთ მტკიცებულებები , ისინი ამბობენ , არა არ გამოვიძიოთ. შესაბამისად, ეშინიათ გამოძიების. ცხადია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მხოლოდ მას აქვს ინტერესი, ამ ტრანს-ნაციონალურ დანაშაულში.
წარმოუდგენელი რამეა, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ გერმანიაში დაბარებული და აუწიეს ყური . აბა კითხეთ გრიგოლ ლილუაშვილს , გერმანიაში ყური აგიწიეს თუ არა ? იმიტომ, რომ ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექადაა დედაქალაქი გადაქცეული , ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ასეთ უმძიმეს დანაშაულზე ცხადია ეკისრება ხელისუფლებას . გამორიცხულია სუს-ის , ივანიშვილის, მამაცაშვილის , ამ კრიმინალური დაჯგუფების გარეშე , რაიმე ასეთი ოფისი ჰქონდეთ. თქვენ გადაწყვიტეთ და თუ მოაწყობთ ამ ოფისს , მერე დამიკავშირდით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.