"სამწუხაროდ, მოულოდნელი არ არის ის რომ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასეთი მძიმე განაჩენი გამოუტანა"- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს პატიმრობა 10 წლისა და 6 თვის ვადით შეუფარდა.
ბოკერია აღნიშნავს, რომ დამატებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ჩვენი მტრის წინააღმდეგ.
"ივანიშვილის რეჟიმც მტრის არც ერთი ჯაშუში არ უმხელია. რეალური ჯაშუში და არა მოგონილი. არც ინსტრუმენტები გვაქვს, რაც სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნებოდა ჯაშუშობაში მხილებული ადამიანების. ყველა ნომრალური ქვეყანა ასე იქცევა, რომ საკუთარი უკანონოდ დაკავებული, უდანაშაულო მოქალაქეები გამოიხსნას. ჩვენს შემთხვევაში, ეს რეჟიმი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, რუსეთის ჯაშუშები საქმეების შესწავლის გარეშე გაუშვა ისე, რომ უდანაშაულო ქართველები ჩატოვა რუსულ ციხეეებში და მას შემდეგაც ჯაშუშობაში ბრალდებული არც ერთი ადამიანი არ დაუჭერია და არავითარი ინსტრუმენტი არ აქვს, არც სურვილი და არც პოლიტიკური ნება რომ იმოქმედოს".- ამბობს გიგა ბოკერია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.