გომელაურმა და მთელმა მთავრობამ, რაც არუნდა ისაუბრონ, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ ხდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ქალაქი ამ ქვეყანაში „განგსტერების ქალაქად“ გადააქციეს, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას, რომ ქვეყანაში კრიმინალი დაკლებულია.
„გომელაურმა და მთელმა მთავრობამ რომ ისაუბრონ ყოველდღიურად იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ ხდება და სტატისტიკებით გვესაუბრონ, მთავარი სტატისტიკა არის, თუ რას ხედავს ხალხი, რას ისმენს ჩვენი ყურები და რას ხედავს ჩვენი თვალები. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ყველა ქალაქი ამ ქვეყანაში "განგსტერების ქალაქად" გადაიქცა. მკვლელობები ქუჩაში და ათასი დანაშაულები, რომელი დანაშაულებიც დღეს გამოუძიებელია და არაერთი დანაშაული გვინახავს ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ,რომლის გამოძიებასაც არც კი ცდილობს ხელისუფლება და არც აწყობს,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.