ჩემთვის საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია ქართველი თუ უცხოელი პენსიონრების ძარცვით. მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხების გაცემა სჭირდება.
„მგონი, ამ ქვეყანაში მე და მამაჩემს არ გვაქვს ქოლცენტრები, თორემ ყველა პენსიონრებს ატყავებდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მინდოდა იმის გასაგებად, მართლა რა ხდება, რა სურათი გვაქვს. როგორც ჩანს, ნაცი, ქოცი, პატარა და დიდი შეიკრა, რათა ევროპელი პენსიონრები გავატყავოთ. პირადად ჩემთვის უამრავი კითხვაა და როგორც ჩანს, ყოველდღე ახალ-ახალი კითხვები ჩნდება, ვისია და ვისი არ არის ეს ქოლცენტრები, ვინ მფარველობს, ვინ – არა. ჩემთვის საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია ქართველი თუ უცხოელი პენსიონრების ძარცვით. მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი. არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში დღისით, მზისით ქოლცენტრებია მოწყობილი და სუს-მა არაფერი იცოდა, ავლაბრის არალეგალური სტამბის მსგავსი იყო მოწყობილი?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.