გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მნიშვნელოვანი ნაწილი კი გამწვანებას დაეთმობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარი არის გათვალისწინებული.
სკვერის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.