არა თუ რუსეთის ჩრდილში, არამედ კრემლიდან მომდინარემესიჯებით იმართება რუსული ხელისუფლება საქართველოში, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა
„ერთი რამ შემიძლია გითხართ, რომ არა თუ რუსეთის ჩრდილში, არამედ კრემლიდან მომდინარე მესიჯებით იმართება რუსული ხელისუფლება საქართველოში, კრემლიდან მომდინარე პროპაგანდით ერთი და იმავეს აკეთებენ, რასაც სალავიოვი, მარგარიტა სიმონიანი და ა.შ. თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ ლავროვის, პუტინის ძაგებას ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ყოველდღიურად თქვენ ნახავთ ანტიდასავლურ კამპანიას და პროპაგანდას. შესაბამისად, არავის მითითება და არავის თქმა არ სჭირდება იმას, რომ „რუსული ოცნება“ არა თუ ჩრდილიდან, არამედ ღრმად არის გარიგებული კრემლთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, სამოქალაქო საზოგადოება იყოს ძლიერი, პროდასავლური პარტიები იყოს ძლიერი და ყველამ ერთად დავამარცხოთ „რუსული ოცნება“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.