„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს მხარს დაუჭერს, რაც უზრუნველყოფს პატარა პარტიების გაძლიერებას,“ – ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევას გამოეხმაურა.
„5 პროცენტიან ბარიერზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია უკვე იცით, რომ ჩვენ ყველაფერს მხარს დავუჭერთ, რაც გააძლიერებს პატარა პროდასავლურ პარტიებს და შესაძლებელს გახდის, რომ ისინიც იყვნენ აქტორები და მოთამაშეები პოლიტიკაში. ჩვენ მეტიც, მზად ვართ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან საურთიერთოდ კოალიციური მთავრობისთვის და არა მარტო პარტიებთან, არამედ კონკრეტულ სამოქალაქო ჯგუფებთან, რომლებსაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი აწუხებს და უნდა. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს მხარს დაუჭერს, რაც მიმართული იქნება პატარა ჯგუფების გაძლიერებაზე.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.