ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყანის დასავლეთისგან და ევროპისკან დისტანცირების მიზნით, ქართული ოცნება ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.
მისი თქმით, ყოველდღიურად ვხვდებით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან შეტევებს ჩვენს პარტნიორებზე, ევროპარლამენტარებზე და სხვებზე, ვინც ოდნავ მაინც გააკრიტიკებს მთავრობას.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია საკრიტიკო და ძალიან მძიმეა განწყობები იმ პოლიტიკის გამო, რომელიც აქვს ხელისუფლებას. დასავლეთის წინააღმდეგ მთელი კამპანია მიმდინარეობს და ამით კიდევ უფრო აფუჭებენ ურთიერთობას და კიდევ უფრო ამძიმებენ იმ სურათს, რომელიც არის და ეს ხდება უკვე არა შემთხვევით და წამოცდენილი სიტყვები, ეს არის მიზანმიმართული ანტიდასავლური კამპანია, რომელიც მხოლოდ ერთს შეიძლება ისახავდეს მიზნად - როგორმე დაშორდეს და დისტანცირება მოხდეს ჩვენი ქვეყნის დასაველეთისგან და ევროპისგან".- აღნიშნავს გიგი წერეთელი.