ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გასაკვირი არ არის. ეს ადამიანი გამოირჩევა მძიმე ჰომოფობიური განცხადებებით. პრაქტიკულად, მან არ იცის, რა არის კონსერვატიზმი. პატრიოტიზმს, კონსერვატიზმს და რუსულ გზავნილებს ერთმანეთში ურევს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხარია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ იდეოლოგია ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე დგას.
„სხვათა შორის, ორბანი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო და მას ეს კარგად უნდა ახსოვდეს. ორბანი საქართველოში ჩამოვიდა და სააკაშვილს ღიად დაუჭირა მხარი. ამიტომ, მას უახლოესი ისტორია უნდა ახსოვდეს. „ქართული ოცნების“ იდეოლოგია დგას ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე, მათ სხვა იდეოლოგია არ აქვთ. ზიზღით გაჟღენთილი მომავლის ადგილი საქართველოში არ არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.