„ღარიბაშვილი დღეს დადის ევროპაში ფონის შესაქმნელად, რომ ვითომ მისაღებია ევროპაში, თუმცა ეს ნამდვილად ღიმილისმომგვრელია მისი ანტისადავლური რიტოკის ფონზე,“ - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა.
სიბაშვილი უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმიანება და ამბობს,რომ ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს შექმანს ფონი, რომ ევროპაში ის კიდევ ვინმეს ელაპარაკება.
„იმ ანტიდასავლური რიტორიკის შემდეგ, რომლითაც გამოირჩევა ღარიბაშვილი, ძალიან ღიმილის მომგვრელია დღეს მისი ვიზიტი უნგრეთში. ამას ემატება ის, რომ მათმა ევროპულმა პარტნიორმა ევროპელმა სოციალისტებმა განაცხადეს, რომ მსჯელობენ „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ოჯახიდან. ამიტომ, ღარიბაშვილი დღეს დადის ევროპაში და უნდა რომ შექმნას ფონი, თითქოს ის კიდევ ვინმეს ელაპარაკება, მისაღებია ევროპაში, თუმცა ეს ნამდვილად ღიმილისმომგვრელია,“ - განაცხადა სულხან სიბაშვილმა.