NDI-იმ კვლევის ჩასატარებლად ქართული კომპანია და სატელეფონო გამოკითხვა აირჩია, სატელეფონო გამოკითხვა კი არის სისხლის საერთო ანალიზი, ხოლო „გელაპმა“ რაც გააკეთა, ეს არის სისხლის ანალიზი, MRT და ექოსკოპია ერთად, - ამის შესახებგანაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„სატელეფონო გამოკითხვას აქვს თავის არსი, თავისი აზრი და ის აჩვენებს საერთო ტენდენციას, როგორც სისხლის საერთო ანალიზი, ლეიკოციტები მომატებულია თუ ნაკლები, ვიდრე უნდა იყოს. ეს არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავასკვნათ დიაგნოზი“, – განაცხადა შაშკინმა.
ამასთან, შაშკინმა აღნიშნა, რომ„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებებს იზიარებს და არის პროდასავლური, თუმცა რადგან არჩევნები ხვალ არ ტარდება, ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს ქართველ ხალხთან, გააძლიეროს თავისი ელექტორატი და როდესაც კონკრეტული მომენტი მოვა, ამაზე მერე შეიძლება საუბარი, ერთიანი სია იქნება თუ კოალიცია.
„ეს არის მომავლის პერსპექტივა“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.