ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მოსახელეობის 47% მიიჩნევს, რომ ოცნება ხალხის ინტერესებით არ მოქმედებს, 61% კი იმავეს ფიქრობს ოპოზიციაზე.
გიორგი ნონიაშვილი თვლის, რომ ოპოზიციის არათანმიმდევრული და პოპულისტური ნაბიჯები იწვევს საზოგადოების ასეთ დამოკიდებულებას.
"ზოგადად პოლიტიკური ჯგუფების და განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციის არათანმიმდევრული და პოპულისტური ნაბიჯები აჩენს საზოგადოებრივ უიმედობას. ასევე, ხოლოვნური ერთიანობები არ არის ხოლმე შედეგიანი. აქ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ თავისი პოლიტიკური და ელექტორალური წონა გაზარდოს მომდევნო არჩევნებამდე და ეს მოახდინოს იმ გზით, რომ საკუთარი შინაარსი წარმოადგინოს და ადამიანები დაარწმუნოს, თუ როგორ შეიცველბა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ და ევროპული საქართველო ამას ვცდილობთ შემდეგ არჩევნებამდე".- ამბობს გიორგი ნონიაშვილი.