არავინ გამილანძღავს, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დგას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებზე. ამას ანი წითლიძე თუ არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მას და ხაბეიშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა 14 პროცენტი, შეუძლია, ეს აჩვენოს. მე ასე არ ვფიქრობ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მთლიანად მიბმულია ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და ეს არ არის ნორმალური დემოკრატიული პარტიის ფუნქციონირებისთვის, სისტემური მუშაობისთვის. ამას ანა წითლიძე თუ ეწინააღმდეგება, შეუძლია, დაამტკიცოს, რომ 14 პროცენტი მას უჭერს მხარს და არა მიხეილ სააკაშვილს. თანამედროვე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა შეეხებოდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროგრამას და არა პარტიის ლიდერთან დაკავშირებით პოზიციონირებას. ასე თუ არ არის, შეუძლიათ, განმარტონ, როგორ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმებზე არ დგას პარტია და ხვალ სააკაშვილმა რომ თქვას, პარტიას მხარს არ უჭერს, აიღებენ თუ არა იმავე ხმებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.