მე ნეიტრალიტეტს არ ვეთანხმები, რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტს უცხადებენ უნდობლობას, ის საქართველოს არჩეული პრეზიდენტია, ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ, რომ თავიანთი პოზიცია ასე გამოეხატათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საზოგადოების პოზიციას პრეზიდენტთან დაკავშირებით, პატივს სცემს.
„იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებაში მეტწილად დავეთანხმებოდი იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იმ ხალხმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, ვისი მოწოდებითაც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ქალბატონი სალომე, შემდგომ ამ ადამიანების და მისი დღევანდელი პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს, აბსოლუტური ლეგიტიმაცია ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც ეს გაახმოვანა. საზოგადოებას ასეთი აზრი გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, რომ პრეზიდენტის და მისი მხარდამჭერების, ამომრჩევლების პოზიციები ასცდა ერთმანეთს. აქციაზე ბევრი მოსაზრება იყო გახმოვანებული, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ეროვნულ იდენტობას, მის შენარჩუნებას, ღირსებას. ყველა მოქალაქის ვალია, რომ იფიქროს ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და არა რაღაცის წაშლით და გადაშლით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე“, – განაცხადა მდინარაძე.