საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე იყო საუბარი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მიერ ორგანიზებულ პრორუსულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
"მოვისმინეთ ის, რომ იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და რა ვიცი, საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. რა გამოდის? გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსობას?
ეს არის, საბოლოო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ - როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასვალური", - განაცხადა მან.