თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.
როგორც მან მედიასთან განმარტა, 30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა.
„ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.