ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პუტინის რუსეთი არცერთ საერთაშორისო წესს არ ემორჩილება.
"ეს გადაწყვეტილება არის იმ ტიპის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, საკუთარი ინტერესებისთვის გეოპოლიტიკური რეალობის გამოსაყენებლად და რუსეთის მარცხის შემდეგ ამ ინტერესების დასაცავად, იქნება ეს მატერიალური, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ინტერესი".- ამბობს ბოკერია.
მისი თქმით, ნორმალური მთავრობა 1990-იან წლებში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ გენოციდთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებას უნდა ახდენდეს და უნდა საუბრობდეს ამ რეპარაზიებზე 2008 წელთან ერთად.
"მეტს უნდა ვლობირებდეთ ახლა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ბევრი იყოს, ეს არის ზეწოლა რუსეთზე ყველა ვარიანატში. თუ ვინმე იტყვის, რომ რუსეთს ფეხებზე კიდია ყველაფერი, დღეს ეს ასეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი ამოცანები გვექნება გადასაჭრელი რუსეთის მარცხის შემდეგ, ხოლო ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის ჩვენთვის ინსტრუმენტი გარდა უბრალოდ ფულისა, რომელსაც შესაძლოა დღეს რუსეთი არ იხდიდეს.
ევროპულ საქართველოსა და ჩვენს პარტნიორებს კამპანია გვაქვს გენოციდზე, რომელიც რუსეთმა მოგვიწყო და ახლა არის სწორედ ის მომენტი, ასეთი გადაწყვეტილებების ფონზე, რომ ეს ამბავი წინ წამოვწიოთ. ჯერ ერთი მორალურად მართლები ვართ და მეორე მხრივ ჩვენ ეს გვჭირდება პრაგმატულად იმ მომავლისთვის, რომ ვიყოთ ტერიტორიულად მთლიანობა აღდგენილი, ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირე თავისუფალი ქვეყანა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.