„ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასეთი შედეგით არ დამთავრდებოდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ [II სარჩელი] - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთს საქართველოსთვის 129 827 500 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ზაზა გოგავა და თქვა, რომ ეს არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს კიდევ ერთი წარმატება ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, რასაც 2008 წლიდან 15 წელი დასჭირდა, ბოლოს კი დაამატა, რომ როცა რუსეთი უკრაინაში დამარცხება, თვითონ აღმოჩნდება სასჯელის სკამზე;
„ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასეთი შედეგით არ დამთავრდებოდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. 2008 წლიდან 15 წელი დაჭირდა ამ ყველაფერს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო გაემტყუნებინა და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ აქ არ არის მთავარი რა თანხა არის გადასახდელი კომპენსაციად, აქ მთავარია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა გამარჯვება ოკუპანტზე. აქვე მინდა დავძინო ერთი რამ, რომ ჩვენ შევძელით მათთვის ნიღაბი ჩამოგვეხსნა და როცა უკრაინაში დამარცხდებიან, ნამდვილად ვიცი, რომ ისინი აღმოჩნდებიან სასჯელის სკამზე.“ - განაცხადა ზაზა გოგავამ.