"როდესაც ჩვენ გვეყოლება პროევროპული მთავრობა, მაშინ პოლონეთი იქნება ჩვენი საკვანძო პარტნიორი“ - თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პოლონეთის საგარეო მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრა და ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია.
ბოკერია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ამოცანა და პასუხისმგებლობაა, ხელისუფლებაში მოვიყვანოთ პროევროპული მთავრობა დემოკრატიული გზით. ბოკერია ასევე დასძენს, რომ იქამდე სანამ ჩვენ არ მოვაგვარებთ პრობლემას ქვეყნის შიგნით, ‘’მანამდე ვერავინ გარედან ჩვენ ნაცვლად ვერ გადაწყვეტს პრობლემებს.“
ჩვენ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა და შემიძლია თავს უფლება მივცე, რომ ვთქვა, ეს მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ისტორიული მისიის განსახორციელებლად - ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ზოგადად თავისუფალ სამყაროში დასაბრუნებლად“ - ამბობს გიგა ბოკერია.