სუდანიდან ევაკუირებული ავიაკომპანია Geo Sky-ის 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა.
ავიაკომპანიის წრმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.
„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოშო დაბრუნდნენ. ყველა არის ჯანმრთელად. დაღლილები არიან. ოჯახის წევრები დახვდნენ. ხართუმიდან ევაკუაციის პროცესი სამი დღის წინ დაიწყო. ჩვენს კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრის მოადგლესთან, ბატონ ალექსანდრესთან მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ, ჩართული იყო თურქეთში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო. ხართუმიდან ეგვიპტის საზღვრამდე ევაკუაცია განხორციელდა ავტობუსით, რაც დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილია. ეგვიპტეს საზღვართან დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მიხეილი, რომელმაც უზრუნველყო შედარებით სწრაფ დროში საზღვრის კვეთა. დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი დგას საზღვარზე, ვინც ცდილობს საზღვრის გადაკვეთას. მანვე უზრუნველყო ჩვენი თანამშრომლების, პირველ რიგში, საზღვრისპირა ქალაქში მიყვანა, სასტუმროში განთავსება. ცოტა ხნით დაისვენეს და განაგრძეს გზა კაიროს მიმართულებით. გუშინ საღამოს გამოფრინდნენ კაიროდან. სამწუხაროდ, გუშინ „თურქიშის“ თვითმფრინავმა დააგვიანა და ვერ მოასწრეს გამოფრენა. ვერ მიუსწრეს თურქეთში თავიანთ რეისს და შემდეგი რეისით ჩამოვიდნენ“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ.