ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდა 2003 წლის იდეალებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი ტქმით, პარტიის 100%-იანი მხარდაჭერა მთლიანად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს.
„როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგსა და ზრდაზე ვლაპარაკობთ, რომ რაღაც - ჩვენ გვინდა, სიტუაცია გავაჯანსაღოთ და ყველასთან ურთიერთობა გვქონდეს - არ დაგვავიწყდეს, ჩემი კამპანიის მთავარი ხაზიც ეს იყო. ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდა 2003 წლის იდეალებს - თავისი ღირებულებებით, პრინციპებითა და ღიაობით. ამ პარტიის 100%-იანი მხარდაჭერა მთლიანად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.