საქართველოს პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციის მონაწილეებმა. ისინი რამდენიმე დღეა პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე არ დაიშლებიან.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაა, ექიმებთან ერთად ჩართული იყვნენ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ასევე ითხოვენ, პრემიერმა მიიღოს სპეციალური განკარგულება, რომლითაც განსაზღვრული იქნება მედიკამენტების შემოტანის გარკვეული ვადები.