ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე კომისია ვერ შექმნას. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ბოლომდე გავიტანთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოზე შეტევა არის რადიკალური ოპოზიციის კამპანიის ნაწილი, რომელსაც ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებს.
„ეს ყველაფერი შემადგენელი ნაწილია კამპანიისა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და მათი მხრიდან სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამისი შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე კომისია ვერ შექმნას. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ბოლომდე გავიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.