პრეპარატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ”, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, პრეპარატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება.
“პრეპარატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა. კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ერთი თვე, ასევე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება იქნება გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.