ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე კახი კალაძის მიერ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შესახებ დაანონსებულ საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, 2018 წელს კახი კალაძემ მისცა დაპირება თბილისელებს, რომ 2020 წელს ქალაქში უკვე უნდა ყოფილიყო 18 მეტრიანი ავტობუსები, მაგრამ 2023 წელია და ჯერ ბაზის მშენებლობაც კი არ არის დაწყებული.
მისი თქმით, ისიც არ იცის კალაძემ, თუ როგორ დამთავრდება ტენდერი, ამიტომ 2024 წლამდე ფიზიკურად ვერ შემოიყვანს ის ამ ავტობუსებს.
„აღნიშნული დაპირება ძალიან კარგად გამოიყენა მაშინ არჩევნებზე და თბილისელები კიდევ ერთხელ მოატყუა. 6 წელი გავიდა და ჯერ არ არის მისი დანაპირები შესრულებული, საერთოდ იქნება თუ არა, ესეც არ იცის ბოლომდე კალაძემ, რადგან ჯერ არც ტენდერია ჩატარებული და არა თუ ავტობუსებისთვის განკუთვნილი ბაზაა არაა აშენებული, არამედ ამ ბაზამდე მისასვლელი გზაც კი არ არის გაკეთებული“ - თქვა დონაძემ.