ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია IRI-ის კვლევებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმი კარგავს მხარდაჭერას, ხოლო ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს რწმენა განმტკიცდეს, ეს რეჟიმი და ჩვენი დასავლური, ანუ ქართული მომავალი არის შეუთავსებელი.
მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომაა საპარლამენტო ოპოზიციის, ენმ-ს, სტრატეგია აღმაშენებლის, ლელოსა და სხვების გზავნილი, რომ ამ რეჟიმის პირობებშიც კი აიძულებენ ისინი ოცნებას ევროპისკენ ნაბიჯების გადადგმას.
„ეს ვერ მოხდება, ეს მხოლოდ შეუწყობს ხელს ხავსის შემქნას, რომ მოქალაქეების ნაწილი ამას მოეჭიდოს. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გადაუწყვეტილი მოქალაქეებისთვის რწმენის დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში, რომ ყველამ იპოვოს ის პოლიტიკური ძალა, ვისიც სჯერათ და დაუჭერენ მხარს იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დადგეს“ - თქვა ბოკერიამ.