„IRI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ საჭიროა ერთიანობა და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, რათა ამ ქვეყნის მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ გავუშვათ ხელისუფლებიდან.“ - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე გუშინ გამოქვეყნებულ IRI-ის კვლევებს და თქვა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინ როგორ ანალიზს გააკეთებს აღნიშნული კვლევების და გამოიტანს თუ არა სწორ დასკვნას;
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო IRI-ის კვლევის შედეგების ხილვა, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინ როგორ ანალიზს გააკეთებს აღნიშნული კვლევების და გამოიტანს თუ არა სწორ დასკვნას. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი დააყენოს პარტიულ ინტერესზე მაღლა, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც არის საჭირო, მათ შორის მჭიდრო ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან იქნება ეს, კოალიციის შექმნა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ და „ქართული ოცნება“, ამ ქვეყნის მთავარი წინაღობა ევროინტეგრაციისთვის გავუშვათ ხელისუფლებიდან.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ