ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის შეხვედრასა და გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმი, განსაკუთრებით ღარიბაშვილი წლებია უკვე არ ეწევა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ლობირების რეალურ კამპანიას.
„ამას არ ჰყოფნის გენერალურ მდივანთან უბრალოდ შეხვედრა და რაღაც ზოგადი სადღეგრძელოს თქმა, ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში პირველი რიგში საჭიროა მუშაობა დედაქალაქებში, ვაშინგტონში პირველ რიგში, შემდეგ დიდ დედაქალაქებში ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენს ტრადიციული მოკავშირეებში აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც მხარს გვიჭერს და სტრატეგიის დაგეგმვაა საჭირო რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც რუსეთის მარცხის შემდეგ ნატო გაფართოვდება.
ამის შანსი არის ძალიან მაღალი, ოღონდ ამას ივანიშვილის რეჟიმი არ აკეთებს და საუბრობს ზოგადად თანამშრომლობაზე, რომ ზოგადად ეს პრიორიტეტი გვაქვს, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამაშია ჩვენი ქვეყნის ინტერების ღალატი. ახლა დაპირისპირება ვაშინგტონთან, აშშ-სთან, ევროპასთან, ევროკავშირთან, ყველა ამ ქვეყანასთან არის ჩვენი შანსების პირდაპირი შემცირება, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან და ვიყოთ დაცულები რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. ამის საპირისპიროს აკეთებს ეს რეჟიმი ვითომ მშვიდობის დაცვის დროშის ქვეშ, სინამდვილეში პირიქით, სწორედაც ჩვენს მშვიდობასა და უსაფრთხოებას აზიანებს“ - თქვა ბოკერიამ.