რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა მარათონ "ცოდნაში" 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, 2008 წელს საქართველოში „სამხედრო ოპერაციის“ შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ძალიან რთული მისაღები იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ მხარი დაუჭირა ფედერაციის საბჭომ - ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, ე.წ. ხუთდღიანი ომი, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა. ეს რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილება იყო იმ მომენტში პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, იყო კიდევ სხვა გადაწყვეტილებები, მათ შორის სამხერეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარების შესახებ. „ეს გადაწყვეტილებებიც რთული იყო, მოითხოვდა განხილვას, აწონ-დაწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას“, - თქვა მედვედვმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ საუბრისას.