აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირისკენ .გაემართნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანა და მედიკამენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება.
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან, მე-6 დღეა, ღამეს ათევენ.
სოლიდარობის გამოსახატად მშობლების აქციას სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია.