ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების წინაპირობა ამ ხელისუფლების დამარცხებაა, მაგრამ გვარამიას საქმე ამ ხელისუფლების სტანდარტებითაც კი გამორჩეულად ავტორიტარული და მავნებლური ქმედებაა, რაზეც ლოგიკურ რეაგირებას ახდენენ დასავლელი მეგობრები.
„ამ პირობებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურეაქციობა კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობაა, როცა მას შესაძლებლობა აქვს, რომ გვარამია შეიწყალოს“ - თქვა ნონიაშვილმა.