ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომ ქალაქ კონსტანტინოკვაში, დაბომბვის შედეგად ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი გაანადგურეს.
როგორც მამულაშვილმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და მსგავსი რამ არ მომხდარა.
"მორიგი ყალბი ინფორმაციაა. როგორც ჩანს, ისინი თავიანთი სამხედროების მოტივირებას ცდილობენ და ჩვენ მათი პირველი სამიზნე ვართ. ისინი ცდილობენ, ჩვენი ერთ ჯგუფი მაინც გაანადგურონ," - განუცხადა მამულაშვილმა "რადიო თავისუფლებას" .
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა.
მისი მტკიცებით, რუსეთის ძალებმა „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსებით დარტყმა მიაყენეს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, ბიბლიოთეკის შენობაში მდებარე „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების“ დისლოკაციის პუნქტს. მისივე მტკიცებით, დაიღუპა ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი, 20-მდე კი დაიჭრა, ასევე მისივე თქმით, განადგურდა 15 ერთეული სამხედრო ტექნიკა.