აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა.
მისი თქმით, თუ მედიკამენტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციას მოახდენს, რომ მედიკამენტი საქართველოში შემოიტანონ.
"ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მედიკამენტის ავკარგიანობაზე, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. ჩვენი ინტერესია, რომ ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს ეს საკითხი. თუ სამედიცინო თვალსაზრისით ეს მედიკამენტი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომ ის უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა, მაშინ ჩვენ მედიაციას ვახდენთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ჩვენ მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, იმიტომ, რომ მათ მოგვმართეს პირველივე დღიდან და ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში", - თქვა მან.
კანცელარიასთან მშობლების აქცია გრძელდება. დღეს 19:00 საათზე კანცელარიასთან მშობლების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.