პოლიტიკური თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ დალპა, იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ორგანიზაცია დალპა. დალპა ნიშნავს, რომ იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ ვითარდება. ამ კონფრონტაციის ყოველი შემდგომი გაღრმავება კანონზომიერებაა: ურთიერთთავდასხმები და შეუთანხმებლობები. ამაზე ვისაუბრეთ თავის დროზე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების პერიოდი იყო. ვთქვით, რომ შეუძლებელია, ეს პარტია განაგრძობდეს იგივე ფორმითა და შემადგენლობით ფუნქციონირებას. მათი მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამბობდნენ, ვრჩებით პარტიაში და ასე გავაგრძელებთ. გამორიცხულია. ჯანმრთელი ქსოვილები იქ აღარ დარჩა, იმ დაწესებულებაში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამ ორგანიზაციის ლოგიკური დასასრულია“, – განაცადა მიხეილ სარჯველაძემ.