გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა, რასაც თავადაც შეესწრო.
"ორჯერ დაკარგა გონება დღეს, შემოვიდნენ ბადრაგები, როგორც იქნა, ამ სიმაღლის ადამიანი ძლივს აიყვანეს, დავაწვინეთ. ამის შემდეგ ისევ განმეორდა, მე იქვე ვიდექი, ექთანი იდგა მეორე მხრიდან და ის მოვახერხე, რომ თავი დამეჭირა, იმიტომ რომ გაიშხლართა მთლიანად, გაშავდა აბსოლუტურად და დიდხანს იყო ასე უგონოდ.
ყველაფერს ერთად ვუკავშირებ, პირველ რიგში ვუკავშირებ, რომ ადამიანი არის მოწამლული", - თქვა "ვივა მედიდან" გამოსულმა გიული ალასანიამ.
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა კვების რაციონს უკავშირდება.