ევროპული საქართველოს პოლტისაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ქართული ოცნების დაარსებიდან 11 წლის გასვლის შესახებ ღარიბაშვილისა და სხვა წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება ამ 11 წელს კიდევ უფრო გამძაფრებული გზავნილებით ხვდება, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჰქონდათ ოპონენტების საწინააღმდეგოდ ,ხოლო ივანიშვილისთვის ჩვეული მადლობებით.
„ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, არის ტრაბახში იმ საოცარი ვითარებით, რომელიც თითქოს არის ქვეყანაში, არადა რეალურად ქვეყანაში არის სხვა მდგომარეობა, სამწუხაროდ, რადგან მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად,
ამ 11 წელს ჩვენ ვხვდებით შეუდარებლად მაღალი დონის კრიტიკით მთელი მსოფლიოსგან, სანქცირებული მოსამართლეებით, ძალიან ბევრი მიმართულებით უკიდურესი სიღარიბით (ახლახან იყო ბავშვებზე კვლევა) და ა.შ
ეს არის ხელისუფლება, რომელიც თავისი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმითა და ამგვარი ტიპის მესიჯებით აპირებს, რაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ კურსთან და მომავალთან, რომელიც საქართველოს სჭირდება და მის საზოგადოებას სურს”- თქვა გიგი წერეთელმა.